16 მარტი, კვირა, 2025
16 მარტი, კვირა, 2025

გიორგი გაბუნია მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: ეს ხომ პირდაპირ არის შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის იმიჯზე დარტყმა, შელახვა. როგორ უნდა გქონდეს სურვილი, რომ შენმა ქვეყანამ წააგოს

ევროვიზიის მონაწილე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოეხმაურა.

„ეს ხომ პირდაპირ არის შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის იმიჯზე დარტყმა, შელახვა. როგორ უნდა გქონდეს სურვილი, რომ შენმა ქვეყანამ წააგოს. ეს ხომ არაბუნებრივად საშინელი რამ არის.

საოცარი ნომერია, ქართულად მღერის თან, რაც ყველაზე მაგარია. ქართული ცეკვის ელემენტებია სიმღერაში და ამას როგორ არ უნდა უგულშემატკივრო ქართველმა, სულ რომ განსხვავებული შეხედულებები გქონდეს პოლიტიკური, მე არ მესმის“, – განუცხადა „ქრონიკას“ გიორგი გაბუნიამ.

ფსევდოლიბერალების სამიზნე ამჯერად მარიამ შენგელიაა – მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს. სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები