ზელენსკი: მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, მდგრადი და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად

მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, მდგრადი და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობის გასაგრძელებლად ყველა პარტნიორთან, ვინც მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად.

„სამწუხაროდ, მსოფლიოს ჯერ არ მოუსმენია რუსეთისგან მნიშვნელოვანი პასუხი გაკეთებულ წინადადებებზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი...

ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ „დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...