აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.
„უკრაინა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ახლა ჩვენ უნდა მივმართოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ მისი თანხმობაც მივიღოთ, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამერიკელი დელეგატები გეგმავენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან „დღეს ან ხვალ“, რათა განიხილონ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობები.
მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.