31 მარტი, ორშაბათი, 2025
31 მარტი, ორშაბათი, 2025

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე: თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეულ ვითარებაში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა.

„თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში. ხდება მათ მიერ სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით გადაადგილება ისეთ სოფლებში და ადგილებში, სადაც ჯერჯერობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები