აშშ-ის კონგრესის სენატმა ხმათა უმრავლესობით მარკო რუბიო ქვეყნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუბიოს კანდიდატურას მხარი 99 სენატორმა ორივე პარტიიდან დაუჭირა. არცერთმა სენატორმა რუბიოს წინააღმდეგ ხმა არ მისცა.
როგორც ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რუბიო აღმოჩნდა ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი თანამდებობის პირი, რომელიც კანონმდებლებმა დაამტკიცეს.
CNN-ის ინფორმაციით, რუბიო 2011 წლიდან ფლორიდის შტატიდან აშშ-ის სენატორი იყო. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მის ნომინირებას აშშ-ში როგორც „რესპუბლიკელებმა“, ისე „დემოკრატებმა“ დაუჭირეს მხარი. ისინი მას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანად ახასიათებენ.