ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს, – იუწყება The Guardian-ი.

განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა.

სტარმერმა დონალდ ტუსკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა პოლონეთთან „ურღვევ ერთობას ნატო-სა და უკრაინის საკითხში“. სტარმერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაორმაგება უკრაინის პოზიციების გამყარებისთვის რუსეთთან ომში. დონალდ ტუსკთან სტარმერმა საერთო თავდაცვითი ინიციატივის საკითხები განიხილა.

სტარმერი კიევში ვიზიტით 16 იანვარს იყოფებოდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას არასამხედრო სფეროებში ეხება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს...