84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას MSN-ი ავრცელებს.

ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.

1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.

ლოუ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მან 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს...