4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის

განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანისმონაწილეობით მიმდინარეობს დამნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენიქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლიკობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზესაუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებშიგაიმართა საქართველოაზერბაიჯანისეკონომიკური თანამშრომლობისმთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და ხაზიგაუსვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას.

დღეს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიისმე-10 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანიფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაცხელმძღვანელობენ პრემიერმინისტრები ორივემხრიდან და მასში მონაწილეობა მივიღეთმინისტრებმა, სხვადასხვა სექტორულიმიმართულებებით. განვიხილეთ ყველა ისმნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორისარის. აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობებიუმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა არის პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთთანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკურიმიმართულებით, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობასმისცემს ჩვენს ქვეყნებს, საუკეთესოდ შეასრულონის როლი, რაც აქვთ რეგიონში. განვიხილეთყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაცსაქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობითმიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელირეგიონისთვის, უფრო ფართო რეგიონისთვის. კიდევ უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთურთიერთობას, რათა გაძლიერდეს როგორცსაქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლი იმსატრანზიტო პროექტებში, რომელიც უკვედაგეგმილია და რომელიც მომავალში შეიძლებადაიგეგმოს,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები