ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან სეხვედრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები საერთო ინტერესების რიგ სფეროებში. ხაზი გავუსვით ვაჭრობისა და ეკონომიკის სექტორებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნავს პრემიერი.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...