15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე

ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე, – განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მისივე თქმით, აღნიშნული ძალა დღეს იგივე მეთოდებით, თუმცა ნაკლები რესურსით ცდილობს საქართველო მძიმე შედეგების წინაშე დააყენოს.

„ყველა მეთოდია გამოყენებული. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეფასებები ამ ყველაფერს უნდა მიეცეს. როგორც წარსულს, ასევე აწმყოში შექმნილ სიტუაციას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები