ლაშა ქარდავა: აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს, – განაცხადა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ კლინიკაში დაზარალებული მოქალაქის მონახულებისას.

მინისტრის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.

„აფხაზეთის მთავრობა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და პერსონალი ყველაფერს აკეთებს მისი დასტაბილურებისთვის, დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან გაწერილია“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...