ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, განხილული იყოს ყველა ის საკითხი, რაც სჭირდება საქართველოს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას.
„ჩამოდიან ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მომხსენებლები. მათ ექნებათ შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, განხილული იყოს ყველა ის საკითხი, რაც სჭირდება საქართველოს და ქვეყნის ინტერესებშია“, – აცხადებს მინისტრი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში ხვალ (14 იანვარს) იგეგმება. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.









