17 მარტი, სამშაბათი, 2026
17 მარტი, სამშაბათი, 2026

ოკუპირებულ სოხუმში სროლა იყო, მოკლულია სამი ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, კაფე „ბისკვიტში“ სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, სამივე მათგანი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. სროლა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

აფხაზური მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ადგილზე დე ფაქტო ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მუშაობენ.

როგორც აფხაზური მედია წერს, ეჭვმიტანილი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამართლებრივი განყოფილების უფრო ასლან დოჩიაა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები