5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

„ამ კონტექსტში საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ქალაქ ბაქოში დაგეგმილი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორია სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აცხადებენ სამინისტროში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები