დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე: ეს კონკრეტული მოცემულობის გასარკვევად და საზოგადოების დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა. კერძოდ, ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დანაშაულების გადასაფარად სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა თავში არავის მოუვა ასეთი აბსურდის გაჟღერება, რამეთუ არათუ რაიმე ფორმით გადაფარვის, არამედ კონკრეტული მოცემულობის გასარკვევად და საზოგადოებისთვის, მისივე დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება იმ დანაპირების აღსრულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გასცა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...