ISW: რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის შემუშავებული სამშვიდობო გეგმა უარყო

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის შემუშავებული სამშვიდობო გეგმა უარყო.

ანალიტიკოსები წერენ, რომ ამაზე პუტინის მიერ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადება მოწმობს. პუტინს არ სურს უკრაინის ალიანსში შესვლის გადავადება.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან არ იცის ომის დასრულებისთვის რა შეთავაზება აქვს ტრამპის გუნდს, მაგრამ ახსოვს, რომ 2021 წელს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას უკრაინის ნატოში გაწევრიანების 10-15 წლით გადადება შესთავაზა, რასაც ის არ დაეთანხმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად...

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება,...