უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ წარმომადგენელმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსები ცდილობენ პოკროვსკში ფლანგებიდან შეღწევას და ქალაქის ალყაში მოქცევას.
„რუსი ოკუპანტები თავიანთ ძალებს პოკროვსკის მიმართულებით იყენებენ და ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. თუმცა, ბრძოლები არც ქალაქში და არც მის შემოგარენში ჯერ არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ვიქტორ ტრეგუბოვმა.
ტრეგუბოვმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტები თავს არიდებენ ფრონტალურ ბრძოლებს და გეგმავენ პოკროვსკის მიდამოებში გამაგრებას, რადგან თავად ქალაქში ბრძოლები უკიდურესად რთულია.