უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში დაგეგმილი 20 მილიარდი დოლარიდან, რომლის გადაცემასაც შეერთებულ შტატები „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგბლებში აპირებს.