კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
სანდუმ მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით დაიკავა და ხალხის წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო.
სანდუმ განაცხადა რომ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას და იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ.
მოლდოვას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და უცხოელი დიპლომატები.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა. მოლდოვის ცესკოს თანახმად, სანდუმ ხმათა 42,49% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ალექსანდრე სტოიანოგლომ – 25,95%. 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მორე ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც სანდუმ ხმათა 55,33% მიიღო და გამარჯვებულად გამოცხადდა.