25 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024
25 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური: რუსეთმა უკრაინაში საკუთარ მიზანს მიაღწია

რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომით საკუთარ მიზანს მიაღწია, ვინაიდან ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა ანდრუს მერილომ ესტონურ გამოცემა Delfi-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და ამით მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალური მოვლენაა.

„მან [რუსეთმა] მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ომის მეშვეობით მოახერხა და მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალურია, და მოლაპარაკებების შედეგად, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია კიდევ რამდენიმე ხანი მასთან დარჩება. ეს ხომ გზავნილია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა დაფიქრდებიან, ხომ არ დაეწყოთ კონფლიქტი რაღაცა სხვა ძველი მიზეზით, რათა მეზობელს რამე წაართვან“, – თქვა მერილომ.

როგორც ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, ეს ფაქტი სრულად ცვლის მსოფლიოში უსაფრთხოები არქიტექტურას.

მერილოს განცხადებით, თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, მრავალი ადამიანის თვალში რუსეთი გამარჯვებული იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები