23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

დონალდ ტრამპი – აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“.

„პირველივე დღეს ჩემი კალმის მოსმით ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს, რათა შეწყდეს ბავშვთა სექსუალური დამახინჯება, ტრანსგენდერებს მოვაშორებთ სკოლებიდან“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მდედრობითი და მამრობითი. ძალიან რთულად არ ჟღერს, არა?” – აღნიშნა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები