უკრაინული მედია: რუსეთის მიერ კიევის დაბომბვისას დაზიანდა შენობა, რომელშიც არგენტინის, ალბანეთის, მონტენეგროს და პორტუგალიის საელჩოებია განთავსებული

დღეს დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც არგენტინის, ალბანეთის, მონტენეგროს და პორტუგალიის საელჩოებია განთავსებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მომხდარის გამო პორტუგალიის საგარეო უწყებაში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და პროტესტი გამოუცხადეს. მოგვიანებით პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაულუ რანჟელმა განაცხადა, რომ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

როგორც პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საჰაერო იერიშის შედეგად შენობაში, სადაც საელჩოებია განლაგებული, ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა კარები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...