ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის სოციალურ ქსელ Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ საქმის წარმოება Tik Tok-ის წინააღმდეგ ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის ბრალდებით, კერძოდ მისი ვალდებულების სისტემური რისკების შეფასებისა და მინიმიზაციის უგულებელყოფის გამო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას, განსაკუთრებით რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად სარგებლობდა Tik Tok-ის პლატფორმით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს. ჩიხელიძის თქმით, მაშინდელი...