4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზელენსკი: ვიქნებით ნატოში? არ ვიცით – ვიქნებით თუ არა ევროკავშირის ნაწილი? დიახ, მომავალში, მაგრამ როდის?

ვიქნებით ნატოში? არ ვიცით – ვიქნებით თუ არა ევროკავშირის ნაწილი? დიახ, მომავალში, მაგრამ როდის? – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა მზად, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ზელენსკიმ უპასუხა:

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გიზის პირისპირ. მნიშვნელობა აქვს, რა მდგომარეობაში ხარ მოლაპარაკების დროს. არ ვფიქრობ, რომ სუსტ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არც ძლიერ მდგომარეობაში ვართ. ვიქნებით ნატოში? ჩვენ არ ვიცით. ვიქნებით თუ არა ევროკავშირის ნაწილი? დიახ, მომავალში, მაგრამ როდის? […] ასეთ პირობებში პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს, რომ მას უფლებას მივცემთ, გადაწყვიტოს ყველაფერი. ჯერ უნდა შევიმუშაოთ მოდელი, სამოქმედო გეგმა ან სამშვიდობო გეგმა“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ მსოფლიო ლიდერს არ აქვს უფლება, პუტინთან მოლაპარაკება აწარმოოს უკრაინის გარეშე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის არმია ყირიმისა და დონბასის საკუთარი ძალებით დაბრუნებას ვერ შეძლებს.

„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დიპლომატიურ ზეწოლას დავეყრდნოთ, რათა პუტინი აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ ჩვენი ტერიტორიების დათმობა არ შეგვიძლია. უკრაინის კონსტიტუცია გვიკრძალავს ამის გაკეთებას“, – დასძინა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები