22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

თამთა ფხალაძე – რატომ გავხდი ჟურნალისტი…

ადრე თუ გვიან, ყველას გვიწევს ცხოვრების გზის არჩევა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს და იმ წვლილს, რაც სამყაროს განვითარებაში შეგვაქვს.

ჩემი არჩევანი ჟურნალისტიკაა, პროფესია, რომელიც ჩემთვის მხოლოდ კარიერულ მიზანს არ წარმოადგენს, ეს არის გზა, რომლითაც საკუთარი აზრის გამოხატვა და ცვლილებების განხორციელება შემიძლია.

იყო ჟურნალისტი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან მე პირადად, ჟურნალისტიკა მიმაჩნია, როგორც შესაძლებლობა, პუნქტუალურობა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მედია ჩვენს ყოველდღიურობაზე და როგორ ქმნის საზოგადოებრივ აზრს, ამხელს უსამართლობას და გვიხსნის იმ რეალობას, რაც ხილული არ არის.

ჟურნალისტიკა, ყოველთვის, ჩემი ინტერესების სფერო იყო. ბავშვობიდანვე მიყვარდა კითხვა, წერა და ამბების გაზიარება. ყოველთვის მიზიდავდა თემების ღრმად შესწავლა და პასუხების ძიება იმ კითხვებზე, რასაც სხვა ვერ ბედავდა. ვგრძნობ, რომ ჟურნალისტიკა მაძლევს უნარს, ვიყო ადამიანის ხმა, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჟურნალისტიკა ნამდვილად საპასუხისმგებლო პროფესიაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობამ მომხიბლა და ამით საშუალება მეძლევა, რომ გავლენა ვიქონიო და ცვლილებები შევიტანო ნებისმიერ საკითხში. ყოველთვის მჯეროდა, მჯერა და დავიჯერებ, რომ თუ მართალი და ობიექტური იქნები, შეგიძლია შექმნა სამყარო, სადაც სიტყვას ძალა აქვს, სიმართლე კი ყველაზე დიდი იარაღია.

ამრიგად, ჟურნალისტიკის არჩევა ჩემთვის არამხოლოდ პროფესიის, არამედ ღირებულებების არჩევას ნიშნავს. ესაა სივრცე, სადაც შემიძლია გავიზარდო, ვისწავლო და ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

(თამთა ფხალაძე არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – ჯიუს-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი)

ავტორი:

ბოლო სიახლეები