26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024
26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

შოლცის განცხადებით, ის მზადაა კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს პუტინს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის მზადაა კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ინფორმაციას გერმანული Zeit-ი ავრცელებს.

როგორც შოლცმა ტელეარხ RTL-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, ის მზადაა მომავალშიც აწარმოოს მოლაპარაკებები პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გამართული საუბარი „იმედგაცრუება იყო“.

„ეს იყო იმედგაცრუება, ვინაიდან ის უბრალოდ მის ფრაზებს იმეორებდა“, – აღნიშნა შოლცმა.

თუმცა, გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სატელეფონო საუბარი საჭირო იყო, რათა პუტინს გაეგო, რომ მას არ უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ უკრაინის გერმანული მხარდაჭერა შემცირდებოდა, „მან აგრეთვე უნდა გაიყვანოს ჯარები, რათა მსოფლიოს განვითარებისთვის ახალი საფუძველი შექმნას“.

„ეს უნდა მომხდარიყო, და მე ამას კვლავ გავაკეთებ, თუმცა ჩვენ არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს“, – დასძინა შოლცმა.

ცნობისთვის, შოლცმა და პუტინმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით მოხდა. ეს იყო უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველი დიალოგი გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები