სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა

სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა. აღნიშნულის თაობაზე მოქმედმა პრემიერმა დამასკოში, მეამბოხეთა ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკების მიზანი ძალაუფლების ისეთი ფორმით გადაცემის კოორდინაცია იყო, რომელიც სირიის მოსახლეობისთვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფდა.

ძალაუფლების გადაცემის შემდეგ, გავრცელდა ცნობები სირიაში მასობრივი დაკავებების შესახებ. ინფორმაციას დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...