3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

პრეზიდენტი – ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს – ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ

ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე შექმნილ ვითარებას.

პრეზიდენტი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

„ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები