28 იანვარი, სამშაბათი, 2025
28 იანვარი, სამშაბათი, 2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სხდომაზე ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი თანამდებობიდან დღეს გადადგა.

აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა.

ამ დღესვე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან დაიწყეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეკრება. სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. საღამოს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ხელშეკრულების უკან გაწვევის მომზადება დაიწყო.

მოგვიანებით კი მომიტინგეები სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ოპოზიციასა და ბჟანიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები