The Economist-ის კორესპონდენტი ოლივერ კეროლი: დადებითი სიახლე უკრაინიდან, ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონს ხელს მოაწერს

გამოცემა „The Economist“- ის კორესპონდენტი, ოლივერ კეროლი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ისმის კითხვა, მოაწერს თუ არა ხელს კანონპროექტს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი.

აღნიშნულ კითხვას ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა, რასაც შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხს აფასებს კეროლიც.

„ცოტა დადებითი სიახლე უკრაინიდან, ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონპროექტს ხელს მოაწერს“, – წერს ოლივერ კეროლი X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებსა...