რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
როგორც კიპერი აღნიშნავს, სავარაუდოდ, რუსეთმა ოდესაზე თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „ეს არ არის შემთხვევითი იერიში. ეს საჩვენებელი იერიშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.