გაბრიელიუს ლანდსბერგისი სანქციებზე: არის თუ არა შესაძლებელი ევროკავშირში ამ საკითხზე კონსენსუსი, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, რთულია სანქციების დაწესებაც კი – აქამდე მისასვლელი იოლი გზა არაა

ლიეტუვის მხრიდან იყო მოწოდება დამოუკიდებელ, საერთაშორისო გამოძიებაზე. საჭირო იყო გაგვეგო ნათლად რა მოხდა. ამისათვის გვჭირდება გამოძიება და ამიტომ მოვითხოვეთ, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

„პირველ რიგში ვიტყვი ლიეტუვას პოზიციაზე. ჩვენ არ მივიჩნევთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს სამართლიანად და თავისუფლად. ლიეტუვის მხრიდან იყო მოწოდება დამოუკიდებელ, საერთაშორისო გამოძიებაზე. საჭირო იყო ნათლად გაგვეგო რა მოხდა და ამისათვის გვჭირდება გამოძიება და ამიტომ მოვითხოვეთ. თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ამ საკითხზე კომისიასთან თანამშრომლობაზე და კიდევ ერთი, თუ მათ არ სურთ ვიცოდეთ რა მოხდა, მაშინ ეს ნიშნავს რომ, საქართველო არაა ევროპულ გზაზე.

არის თუ არა შესაძლებელი ევროკავშირში ამ საკითხზე კონსენსუსი, ძნელი სათქმელია. მე ვფიქრობ, რომ რთულია სანქციების დაწესებაც კი – აქამდე მისასვლელი იოლი გზა არაა. კითხვა, რომელიც უნდა წამოიჭრას არის ის, რომ თქვენი დახმარებით ევროპამაც უნდა ჰკითხოს თავს – ახდენს თუ არა ევროპა საკუთარი თავის იზოლაციას, რატომ არ შეგვიძლია მოვძებნოთ საქართველოს პრობლემის გადაჭრის გზა და რასაც ქართველი ხალხი ითხოვს. თუ ევროპის ეს დამოკიდებულება პროგრესირდება, მაშინ სახიფათო გზაა არამარტო საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისთვის და ევროპისთვის. დღეს ველოდებით კონსტრუქციულ დებატებს და იქნება თუ არა უფრო მეტი, ამას ვნახავთ“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და,...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის...