21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საბერძნეთში მთავრობის გაკრიტიკების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი მმართველი საპარლამენტო ჯგუფიდან გააძევეს

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრი ანტონის სამარასი მმართველი „ახალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფიდან, მის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო გააძევეს, სადაც ის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ეს ნაბიჯი 300-ადგილიან პარლამენტში მმართველი კანონმდებლების რიცხვს 155-მდე ამცირებს. გაზეთ „ვიმაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში სამარასმა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკა გააკრიტიკა, განსაკუთრებით, თურქეთთან ახლახან განახლებული მოლაპარაკებები. მისი თქმით, მთავრობა ისე იწყებს დიალოგს, რომ წინასწარ ამბობს, რა დათმობებზე წავა.

საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, ითამაშოს ქვეყნის სტაბილურობით, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ამ ტურბულენტურ პერიოდში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები