ისრაელი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ლიბანის ტერიტორიაზე. „ცაჰალის“ ავიაციის სამიზნე ბეირუთის სამხრეთი ნაწილი გახდა. ავიადარტყმების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 4 დრონი გაუშვა.