GCCA-ის თანამშრომლებმა ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თანამშრომლებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, მიღებული შედეგების, GCCA-ის მიერ დადგენილი იმ სტანდარტებისა და კანონით მინიჭებული გარანტიების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ქცევის კულტურის გაძლიერებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მონაწილეებმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს – რა უფლებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორ უნდა იმოქმედონ დარღვევის შემთხვევაში და ვის მიმართონ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა ევროკავშირის “Twinning” პროექტის მხარდაჭერით ჟესტურ ენაზე ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლები.

მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მოწყვლად ჯგუფებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაძლიერება განისაზღვრა. შესაბამისად, GCCA სექტორის მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, სამომხმარებლო განათლების გაზრდის მიზნით, 2024-2027 წლებში, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...