“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრეს ბოლო წლებში „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდის მიერ ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის...