პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ახვლედიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის...