“ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში 6 დაჭრილია შეყვანილი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში 6 დაშავებული და ერთი გარდაცვლილი მოქალაქე შეიყვანა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...