თეა წულუკიანმა ნანა ჟორჟოლიანს ცილისწამების საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

თეა წულუკიანმა ნანა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. სამივე ინსტანციამ დაადასტურა, რომ ჟორჟოლიანმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეზე ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა.

ინფორმაციას ნანა ჟორჟოლიანი თავად ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციამ „თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა“.

ოპოზიციის აქტივისტს დაევალა, რომ მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია საჯაროდ უარყოს. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.

თეა წულუკიანმა ნანა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის 2025 წელს უჩივლა. წულუკიანის განცხადებით, საქმე ეხება ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: “წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...