18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

“ჩვენი რეგიონის სპორტსმენები, ოლიმპიური ოქროსთვის 100 000 ლარის ნაცვლად მიიღებს – 200 000 ლარს, ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი – 50 ათასი ლარის ნაცვლად – 100 ათას ლარს, ხოლო ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი 30 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს 50 ათას ლარს” – აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გაიზარდა ოლიმპიური პრიზიორების ფულადი ჯილდოს ოდენობა.
“ჩვენი რეგიონის სპორტსმენები, ოლიმპიური ოქროსთვის 100 000 ლარის ნაცვლად მიიღებს – 200 000 ლარს, ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი – 50 ათასი ლარის ნაცვლად – 100 ათას ლარს, ხოლო ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი 30 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს 50 ათას ლარს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტიპენდიები დაენიშნებათ სპორტის ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს სპორტსმენები და მათი პირადი მწვრთნელები.
ასევე გაიზარდა სპორტული ფედერაციების დაფინანსება. დაფინანსება გაეზარდა 44 სპორტულ ფედერაციას, თითოეულ ფედერაციას 2024 წლის ბიუჯეტში დაემატა 10 ათასი ლარი.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები