RAF-ის თანადამფუძნებელი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა

ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალია.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთან არის“, – აღნიშნულია ბრონშტეინის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის სასამართლომ 50-50 ათასიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის მადლობას უხდის. „როგორც ცნობილია,...

მიხეილ ყაველაშვილი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან...

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ...

ევა გოცირიძე ბეჟაშვილს „ვეტინგის“ სისტემაზე: მე-9 საუკუნეში, სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს,...

ბატონო ლევან, უცხოელების მოწვევა რატომ არის ასეთი აუცილებელი, თქვენი აზრით, საქართველოში არ არიან პატიოსანი ადამიანები?-, ამ კითხვით მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ,...

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ამხელს და ვიდეოს აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ამხელს. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ გაჟღერებულ პოზიციებზე. შალვა პაპუაშვილი მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურობა არა მხოლოდ მის...