ნინო ფოჩხუა სუს-ის გამოძიებაზე: ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე

დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

ექსპერტის განცხადებით, მოთმენის დრო არ არის და საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ეჭვმიტანილი ჩამოიყვანონ, დაკითხონ და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ.

“დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის დრო მოთმენის, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე.

როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?” – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...