დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია ისიც, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და ამ მხრივ რეგიონში ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო.

დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, დღეს კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არის, ბოლო რამდენიმე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ევროპისთვის უპრეცედენტო შედეგია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა, ანგარიშში ასევე დადებითად არის მოხსენიებული ანაკლიის პორტის და თბილისის ახალი აეროპორტის აშენების საკითხი, რომელიც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გაუგებარი ხდება, ცალკეული სპიკერების მიერ საქართველოს კრიტიკა, რაც როგორც ჩანს პერსონალური შეხედულებაა და არა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია.” – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...