8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

“ატლანტიკური საბჭოს” შემდეგ რომელიც „გლობალური მომავლის ერთად ჩამოყალიბების“ მისიით ხელმძღვანელობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებისათვის”, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 2023 წლის შედეგებით უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას.

ის სვამს კითხვას, ამ შეფასებების შემდეგ, რამდენად ობიექტურია წინა ხელისუფლების “დემოკრატიის შუქურად” მოხსენიება ან რამდენად ლოგიკურია მმართველი გუნდის წევრებისათვის სანქციების დაწესება “გამჭვირვალობის კანონის” მიღებისათვის.

““ატლანტიკური საბჭოს” შემდეგ რომელიც „გლობალური მომავლის ერთად ჩამოყალიბების“ მისიით ხელმძღვანელობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებისათვის”. საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 88,6% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თუ “ატლანტიკური საბჭოს” მიერ, საქართველო 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მმართველობის რეჟიმის მიხედვით
რეიტინგში მსოფლიოს იმ 45 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა.

ამასთან, 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ავსტრიას, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, კანადას, საბერძნეთს, კვიპროსს, ისრაელს, თურქეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს და .ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კერძო საკუთრების დაცულობა, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.

მიმაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ეს ორი შეფასება ცხადად მიუთითებს ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური და სამართლებრივი ტრანსფორმაციის წარმატებულ ხასიათზე; ამასთან, კიდევ ერთხელ მთლიანად აშიშვლებს ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი მედიის თუ გარე აქტიორთა მიერ ტირაჟირებულ “დიფ ფეიკებს” ანუ მამალ ტყუილებს ყველა იმ საკითხზე, რაც აქ არის ჩამოთვლილი, და რაზეც ხდება შანტაჟი და სპეკულაციები ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ვითომდა ვერ შესრულებულ ვალდებულებებზე!

საინტერესოა, ასეთი შეფასებისას რამდენად ობიექტურად მოჩანს წინა ხელისუფლების “დემოკრატიის შუქურად” მოხსენიება ან რამდენად ლოგიკურია მმართველი გუნდის წევრებისათვის სანქციების დაწესება “გამჭვირვალობის კანონის” მიღებისათვის, ან რამდენად სამართლიანი იყო მოლდოვის და უკრაინის ჩვენზე წინ დაყენება ევროინტეგრაციის პროცესში, სამწუხაროდ, დასავლეთის გაორებულ და სუბიექტურ პოლიტიკაზე უფრო მიუთითებს!” – წერს ცუცქირიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...