3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტს პატივი მიაგეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად დამოუკიდებლობის აღდგენის მემორანდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.

რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები