თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის   12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისაგან იწმინდება.  ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის  (ტბისი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ერტისი, ვაშლოვანი, კოდა) მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები მაისის  ბოლოს  დასრულდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...