მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მერიის ორგანიზებულ მარათონს დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მერიის ორგანიზებულ მარათონს დაესწრო, რომელიც სოფელ იმირის მიმდებარედ, „გადაჭრილ გორასთან“ მისასვლელ გზაზე გაიმართა.
მარათონში მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გოგონებში გამარჯვება თამარისის, ხოლო ვაჟებში საიმერლოს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მოიპოვეს.
ასევე, სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა მკლავჭიდის შეჯიბრი, რომელიც მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაზრდა წარმოადგენდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...