ერდოღანი: თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განიხილეს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი გასულ კვირას ნიუ-იორკში.

“თუ ისინი [აშშ] შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს საკუთარ დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი...

ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, -...