რობერტ სინგლეტარი – გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს

გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტარმა განაცხადა.

მისი თქმით, პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო.

„არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია, ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ პეტიცია თურნავას წინააღმდეგ იყო მიმართული. პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც პეტიციის შედგენა დააორგანიზა, გადაწყვიტეს, უფრო შორს არ წასულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს სულელური ჭორია“, – აცხადებს რობერტ სინგლეტარი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი...

ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, -...