4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ხაბეიშვილი: “მაშველებს 1400 ლარი ხელფასი რომ აქვთ, ხელზე იღებენ 1000 ლარს, 400 ლარს ტოვებენ სესხში, მერე გადაიხდიან კომუნალურებს და გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ? რატომ სწყურიათ? რატომ შიათ?”

„ყველას ჯვარი წერია, აბსოლუტურად ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ერთი შეკითხვა დამებადა, ზოგი ღლიცინებს, წამოძახილებია, თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, ძმა, რომ ყოფილიყო იმ ადგილას, რომ შეწყდა სამაშველო ოპერაცია რომ შეწყდა და ეთქვათ მაინც არავინ არ გადარჩებოდა ახლა იქ, ასევე მგზნებარედ დაიცავდით შს მინისტრად წოდებულ გომელაურს?“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „პირველ რიგში ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს, ყველას ჯვარი წერია, აბსოლუტურად ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ერთი შეკითხვა დამებადა, ზოგი ღლიცინებს, წამოძახილებია, თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, ძმა, რომ ყოფილიყო იმ ადგილას, იტყოდით რომ 10 საათის შემდეგ, რომ შეწყდა სამაშველო ოპერაცია და მაინც არავინ არ გადარჩებოდა ახლა იქ, ასევე მგზნებარედ დაიცავდით შს მინისტრად წოდებულ გომელაურს? გულწრფელად მაინტერესებს, ყველა თქვენი ოჯახის წევრს ჯვარი წერია და 0.001 პროცენტი რომ ყოფილიყო გადარჩენის შანსი რომელიმე თქვენი ოჯახის წევრის და იქ სამაშველო ოპერაცია შეწყვეტილიყო, ამას იტყოდით, რომ ნორმალურია? ოთხის ათ წუთზე რომ შევიდა სამაშველოში ზარი და თქვენ იცოდით, რომ უმძიმესი ტრაგედია ხდებოდა, 4-5-6 საათი, 7საათი, 8საათი რატომ არ ჩაერთო თავდაცვის სამინისტრო სამაშველო ოპერაციაში? რატომ არ ჩაერთო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე საათში? რა გაყვირებთ? ტრაგედიაზე ვლაპარაკობ, ადამიანების სიცოცხლეზე ვლაპარაკობ და კივით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოისმინოს ეს კითხვები საზოგადოებამ. რომ ამბობთ, რომ მაშველები და გმირები არიან, დიახ, გმირები არიან. ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, 1400 ლარი ხელფასი რომ აქვთ, ხელზე იღებენ 1000 ლარს, 400 ლარს ტოვებენ სესხში, მერე გადაიხდიან კომუნალურებს და გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ? რატომ სწყურიათ? რატომ შიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათას ლარად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ, ვარკეთილში ცხოვრობდით, პირველ მიკრო რაიონში წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ, ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. ასეთ რამეებზე რომ ვლაპარაკობ, კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი, მაშველებზე ლაპარაკობთ რომ იქ ჩვენ ავაშენეთ ინფრასტრუქტურაო, წამობრძანდით ლანჩხუთში ,სადაც გურიაში სტიქია მოხდა, უბედურება დაგვემართა იქაც და ნახეთ 2012 წლის შემდეგ თუ თითი თითზეა დადებული. გურიაში ლანჩხუთს, ოზურგეთს, ჩოხატაურს ერთი სახანძრო გაუგზავნეთ და ნებისმიერ რაიონში რამე ხანძარი რომ ხდება იმ ერთ ავტომობილს ელოდებიან და ისიც ბიუჯეტის გასაკეთებელი გახდა. ამასობაში, თქვენ მილიონობით ლარის ქონებას აგროვებთ. ადამიანებზე რა დამოკიდებულება გაქვთ, მაშინ დავრწმუნდი, რომ ლექსო ლაშქარავას მკვლელობას თქვენ კისრიდან ვერასდროს ვერ ჩამოიღებ, ჯერ ამის შემდეგ რომ მინისტრი ხართ და ოპერატორებთან კომენტარებზე დგახართ ეს ცალკე ტრაგედიაა. პირადად თქვენი პასუხისმგებლობაა ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მოხვალთ, თქვენს კისერზეა ლექსო ლაშქარავას სიკვდილი.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები